ბატონობა

ბატონობა  _    ბატონად ყოფნა, ბატონის მდგომარეობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბატონი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება სხეულს მხართან ჯერ მარცხნივ, მერე – მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „დამოუკიდებელი“ _ გაშლილია ცერი და საჩვენებლი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, სრულდება განმეორებადი, … Read more

Categories

ბატონი

ბატონი  _  მებატონე, მემამულე. პრივილეგირებული წოდების წარმომადგენელი ბატონყმობის დროს, მიწისა და ყმების მეპატრონე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება სხეულს მხართან ჯერ მარცხნივ, მერე _ მარჯვნივ. ჟესტი სრულდება მხრების დონეზე.

Categories

ბატი

ბატი  _  გედზე მომცრო მოზრდილი ფეხაპკიანი ბრტყელნისკარტა შინაური ფრინველი   ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილია საჩვენებელი, ცერი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტად, გაშლილი თითებით სახის წინ სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ბატარეა

ბატარეა  _  ელემენტი; ერთმანეთთან შეერთებული რამდენიმე აკუმულატორი ან გალვანური ელემენტი   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ბატარეა

ბატარეა _  ფარანი, გამანათებელი     ერთხელიანი, დინამიკური, იკონური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მეორე ფაზაში გაშლილია საჩვენებელი, შუა და არათითი, ცერი და ნეკი ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ბასრი

ბასრი _ მეტად მჭრელი, მახვილი, ალესილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დანა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზედ ადევს მარცხენას და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი „ალესილი“ / „ბასრი“ _  ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და … Read more

Categories

ბარძაყი

ბარძაყი   _  ადამიანის ფეხის ნაწილი თეძოსა და მუხლისთავს შუა   ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „ფეხი“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ქვევით დაშვებული ხელი წინ და უკან განმეორებადი … Read more

Categories

ბარტყი

ბარტყი  _   გარეული ფრინველის მართვე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, იკონური  სიტყვა-ჟესტი „ჩიტი“ –  ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია ნეკი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, გაშლილი თითები ეხება პირს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „პატარა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ერთმანეთთან შეტყუპებული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით. ჟესტი … Read more

Categories

ბარკალი

ბარკალი  _  ცხოველის ან ფრინველის ფეხი თეძოს სახსრიდან მუხლისთავამდე   ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „დაკვლა“ / „ხორცი“  _ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელი ეხება ყელს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „ფეხი“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ქვევით დაშვებული ხელი წინ და უკან განმეორებადი მოძრაობით ეხება ფეხს. … Read more

Categories

ბარემ

ბარემ  _  მაშ; რაც არის, არის     ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით  მიმართულია წინ, ხელი ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით და მაჯაში იხრება, ბოლო ფაზაში  ხელისგული მიმართულია ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.  

Categories

ბარდნა

ბარდნა   _  მსხვილ ფანტელებად თოვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გუნდა“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით: მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, მარცხენა  _ ქვევით, მომდევნო ფაზაში ხელები პოზიციას სიმეტრიულად იცვლიან: მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარცხენა _ ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მსხვილი“ _ ქვევით … Read more

Categories

ბარგი

ბარგი  _  წასაღებად მომზადებული მოძრავი ქონება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილიაერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩანთა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბევრი“ / „სიმრავლე“ _  ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

ბარბაცი

ბარბაცი  _ ტორტმანი,  სიარული ადამიანისა, რომელიც წონასწორობას ვერ იცავს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბავშვი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მხრების დონეზე, გაშლილია ნეკი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება მაჯის განმეორებადი მოძრაობა რკალური ტრაექტორიით მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი, … Read more

Categories

ბარაქიანი

ბარაქიანი  _  ბარაქის მქონე, ხვავრიელი, უხვი, დოვლათიანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბარაქა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება მკერდს მარცხენა მხარეს და წინ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა _ ქვევით მიმართულია ხელისგული,  გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი სრულდება მკერდის … Read more

Categories

ბარაქა

ბარაქა  _   ხვავრიელობა, დიდი გამოსავალი, დოვლათიანობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება მკერდს მარცხენა მხარეს და წინ მოძრაობს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.    

Categories