ახდენილი

55

ახდენილი  _ აცხადებული, შესრულებული, რაც ახდა, რაც აუხდათ

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შესრულება“/’ახდენა“ _ გაშლილი და წინ მიმართული, ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, იმავე კონფიგურაციით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელი წინ მოძრაობს და ეხება მარჯვენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.