ახია

56

ახია/ახია  _  სამართლიანი, კუთვნილი, ჯეროვანი / სამართლიანია! ეგრე უნდა! ეგრე ეკუთვნის! ღირსია იმისა, რაც მოუვიდა!

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ახლოს“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება მოძრაობა ქვევით რკალური ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.