ახალშობილი

53

ახალშობილი  _ ახლად დაბადებული ბავშვი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ახალი“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, ზევით მიმართულია ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შობა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია ნეკი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით  სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.