ახალგაზრდობა

50

ახალგაზრდობა  _  სიჭაბუკე, სიახალგაზრდავე, სიყმაწვილე. ახალგაზრდად ყოფნა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ახალგაზრდა“/ „მწვანე“ _ ხელისგული მიმართულია წინ და მარცხნივ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, საჩვენებელი თითი ეხება ლოყას და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადრე“ _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი  რკალური ტრაექტორიით მოძრაობს უკან. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.