აწყობილი

47

აწყობილი  _  ის, რაც ააწყვეს ან აიწყო, კარგად ორგანიზებული, კარგად მოფიქრებული

 

ორნაწილიანი, ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აწყობა“_ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.