აწმყო

42

აწმყო  _  ახლანდელი დრო; აწ, ახლა მყოფი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დღეს“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელი ქვევით ეშვება სინქრონულად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ – ნიკაპზე მიდებულია ცერი, ფართოდ გაშლილი თითების რხევით ხელისგული მიმართულია მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.