განწყობა

განწყობა  –  ამა თუ იმ განცდისა თუ ქცევისათვის მზადყოფნა, განლაგება, დაწყობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხასიათი“ – ხელისგული მიმართულია ქვევით, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყობა“ – ხელისგულები მიმართულია ქვევით, ცერები ეხება … Read more

Categories გ

განწირული

განწირული –  ვინც განწირეს, უიმედო, გამეტებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მე – ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი ცერიT და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება სხეულს, სრულდება მოძარაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაყიდვა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით და … Read more

Categories გ

განძი

განძი  –  სიმდიდრე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, ხელი ასრულებს მოძრაობას სხეულისკენ და ზევით აღმართული ცერით ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.      

Categories გ

განცხადება

განცხადება  – საქვეყნოდ თქმა, გამომჟღავნება, წერილობითი ან ზეპირი უწყება, ცნობება რაიმეს ან ვინმეს შესახებ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მარცხენა –  მარჯვნივ, ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეტანა“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, … Read more

Categories გ

განცალკევება

განცალკევება  –  ვინმესგან ან რამისგან გამოყოფა ცალკე დაყენება, განსხვავება, გამორჩევა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარცხნივ, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი ასრულებს რკალურ ტრაექტორიის განმეორებად მოძრაობას მარცხნივ-მარჯვნივ და ეხება მარცხენა ხელს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories გ

განყენებული

განყენებული  –  აბსტრაქტული, ცალკე მდგომი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები,  გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories გ

განუხორციელებელი

განუხორციელებელი  –  შეუსრულებელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შესრულება“  – გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, იმავე კონფიგურაციით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი,  დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური … Read more

Categories გ

განუყოფელი

განუყოფელი – რაც არ გაიყოფა, ერთიანი, მთლიანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახევარი“ / „გაყოფა“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელი მსუბუქად ეხება მარცხენა ხელისგულს და მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ –  წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით … Read more

Categories გ

განურჩევლად

განურჩევლად   –  განუსხვავებლად, თანაბრად   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories გ

განუზომელი

განუზომელი  –  ძალიან დიდი, ბევრი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძალიან“ – მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, ოდნავ მოხრილი საჩვენებელი და ცერი თითები გამოსახავენ ღია წრეს, ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარცხნივ და ზევიდან ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს, … Read more

Categories გ

განტოლება

განტოლება  – მათემატიკური ტოლობა, რომელშიც შედის ერთი ან რამდენიმე უცნობი სიდიდე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უჯრა“ –  ხელისგულები ქვევითაა მიმართული ერთმანეთის პარალელურად, ხელები გაშლილი თითების მონაცვლებითი რხევით წინ მიემართება, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტოლობა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი … Read more

Categories გ

განტვირთვა

განტვირთვა  – რაიმე დატვირთვის შემცირება, ემოციებისგან დაცლა, განმუხტვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ხელები წინ მოძრაობს და მომდევნო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგულები, ცერები თითების წვერების ეხება, სრულდება მოძრაობა წინ, ბოლო ფაზაში თითები ფართოდ გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories გ

განსხვავება

განსხვავება –  ნიშანი, რომლითაც ერთი საგანი მეორისაგან გამოირჩევა, განსხვავდება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი, მონაცვლებითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories გ

განსვენებული

განსვენებული –  მიცვალებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიკვდილი“ / „გარდაცვალება“ – ხელისგულები მიმართულია ქვევით, მკერდის დონეზე მაჯებთან გადაჯვარედინებულია ხელები, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საფლავი“ /“კუბო“ –  ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, შეტყუპებული და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით ერთმანეთზე … Read more

Categories გ

განსახიერებული

განსახიერებული  –  წარმოდგენილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მსახიობობა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითებით ხელები რიგრიგობით ეხება მკერდს, სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაწერა“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულზე განთავსებული და წინ … Read more

Categories გ