განსვენებული

10

განსვენებული  მიცვალებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიკვდილი“ / „გარდაცვალება“ ხელისგულები მიმართულია ქვევით, მკერდის დონეზე მაჯებთან გადაჯვარედინებულია ხელები, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საფლავი“ /“კუბო“   ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, შეტყუპებული და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით ერთმანეთზე დაწყობილია ხელები, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.