განსახიერებული

9

განსახიერებული    წარმოდგენილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მსახიობობა“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითებით ხელები რიგრიგობით ეხება მკერდს, სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაწერა“ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულზე განთავსებული და წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ, მომდევნო ფაზაში მარჯვენა ცერი და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.