განსაცდელი

7

განსაცდელი   ხიფათი, ფათერაკი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბედი“ ხელი მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითით ჯვარი იწერება შუბლზე; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წამება“ / „ტანჯვა“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან, საჩვენებელი თითები მონაცვლეობით ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.