განუხორციელებელი

7

განუხორციელებელი  –  შეუსრულებელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შესრულება“  – გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, იმავე კონფიგურაციით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი,  დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა  მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.