განტოლება

3

განტოლება  მათემატიკური ტოლობა, რომელშიც შედის ერთი ან რამდენიმე უცნობი სიდიდე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უჯრა“   ხელისგულები ქვევითაა მიმართული ერთმანეთის პარალელურად, ხელები გაშლილი თითების მონაცვლებითი რხევით წინ მიემართება, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტოლობა“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი  მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.