განწყობა

4

განწყობა    ამა თუ იმ განცდისა თუ ქცევისათვის მზადყოფნა, განლაგება, დაწყობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხასიათი“ ხელისგული მიმართულია ქვევით, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყობა“ ხელისგულები მიმართულია ქვევით, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება შიგნით მიმართული, რკალური ტრაექტორიის თანმიმდევრული, განმეორებადი მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.