განხეთქილება – უთანხმოება, ურთიერთობის გამწვავება, შეხლა-შემოხლა
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია ერთმანეთისკენ, ცერები ეხება მოხრილი თითების წვერებს, ხელები ერთმანეთს ეხება, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით, ბოლო ფაზაში თითები გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.