განცხადება

1

განცხადება  – საქვეყნოდ თქმა, გამომჟღავნება, წერილობითი ან ზეპირი უწყება, ცნობება რაიმეს ან ვინმეს შესახებ

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მარცხენა –  მარჯვნივ, ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეტანა“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.