გარკვევა

გარკვევა  – გამოკვლევა, გამოძიება, განსაზღვრა, ნათელყოფა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გარიცხვა

გარიცხვა –  სიიდან ამოშლა, გაგდება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „ორხელიანი, ასიმეტრიული, ჟესტის პირველ ნაწილში წარმოდგენილია სიტყვა-ჟესტი „წაშლა“ / „ამოწერა“ –    გაშლილი თითებით ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია … Read more

Categories

გარიყვა

გარიყვა  –  1. მოწყვეტა, მოშორება, გათიშვა (საზოგადოებისაგან); 2. რიყეზე, ნაპირზე გატანა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს წინ და გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელის  გაშლილ თითებს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

გართობა

გართობა  – მოწყენილობის გაფანტვა, დროს გატარება,  ლხენა, თავის შექცევა, გამხიარულება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია   ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან ხელები იდაყვებში იხრება რიგრიგობით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

გარეცხვა

გარეცხვა  –  წყლით ჭუჭყის გაცლა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას და ასრულებს განმეორებად მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გარდაცვალება

გარდაცვალება  –  სიკვდილი,  კვდომა, აღსრულება   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია ქვევით, მკერდის დონეზე მაჯებთან გადაჯვარედინებულია ხელები, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გარდატეხა

გარდატეხა  –  არსებითად შეცვლა, ძირფესვიანად გარდაქმნა, გადახალისება   ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, საჩვენებელი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის მონაცვლეობითი, განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით.  

Categories

გარდამავალი

გარდამავალი –  რაც გადადის (ერთი ვითარებიდან მეორეში) ან გადაეცემა   ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ – ხელისგული მიმართულია მარცხნივ, ნიკაპზე მიდებულია ცერი, ფართოდ გაშლილი თითები ირხევა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაცემა“ – მუშტად შეკრული თითებით და ცერებზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით ქვევით მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ … Read more

Categories

გაპარსვა

გაპარსვა – თმის მოცილება საპარსით   ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მხრის ზევით განთავსებული ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

გაპარვა

გაპარვა  –   მალულად, ჩუმად წასვლა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გაორმაგება

გაორმაგება –   მომატება, ორჯერ გაზრდა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით,  გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ზევით, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

განხრა

განხრა  –   სპეციალობა, დარგი, მიმართულება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯგუფი“ – ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, ზემოთ განთავსებული ცერებით, ხელები ერთმანეთისკენ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიზანი“ / „მიმართულება“ – გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, იმავე კონფიგურაციით მარჯვენა … Read more

Categories

განხორციელება

განხორციელება   –    შესრულება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, იმავე კონფიგურაციით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

განხილვა

განხილვა  –  გარჩევა,  გარკვევა, განსჯა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახვა“ – ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შემოწმება“ – ხელისგულები წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და … Read more

Categories

განხეთქილება

განხეთქილება  –  უთანხმოება, ურთიერთობის გამწვავება, შეხლა-­შემოხლა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია ერთმანეთისკენ, ცერები ეხება მოხრილი თითების წვერებს, ხელები ერთმანეთს ეხება, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით, ბოლო ფაზაში თითები გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories