განხრა – სპეციალობა, დარგი, მიმართულება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯგუფი“ – ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, ზემოთ განთავსებული ცერებით, ხელები ერთმანეთისკენ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიზანი“ / „მიმართულება“ – გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, იმავე კონფიგურაციით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
