გასწრება

გასწრება  – სხვაზე სწრაფად წასვლა, სხვაზე წინ წასვლა, უკან ჩამოტოვება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარცხნივ გაწეული ხელები ახლოსაა ერთმანეთთან მიტანილი, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories გ

გასუქება

გასუქება   –  მსუქნად გახდომა, ხორცის შემატება, წონაში მომატება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია თეძოების დონეზე.

Categories გ

გასწორება

გასწორება  – სწორად ქცევა, სწორი სახის მიცემა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories გ

გასუფთავება

გასუფთავება  –  გაწმენდა, ჭუჭყის მოცილება, დალაგება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გასწორება“ / „დალაგება“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სუფთა“  – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი მარჯვნივ … Read more

Categories გ

გასული

გასული  –  წასული, ჩავლილი, გარდასული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ – ნიკაპზე მიდებულია ცერი, ფართოდ გაშლილი თითების რხევით ხელისგული მიმართულია მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გასვლა“ – ხელისგულები გაშლილი თითებით მიმართულია წინ, თითები მიმართულია მარცხნივ, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა  მარჯვნივ, ბოლო ფაზაში ხელისგულები გაშლილი თითებით … Read more

Categories გ

გასტუმრება

გასტუმრება –   ვინმეს გაშვება, გამგზავრება, გაგზავნა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ორივე ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტებად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელები ეხება მკერდს, მომდევნო ფაზაში რკალური ტრაექტორიით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories გ

გასტუმრება

გასტუმრება  –  ვალის გადახდა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვალი“ – გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ხელი გაშლილი  თითებით ეხება ყელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გასტუმრება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელი … Read more

Categories გ

გასკდომა

გასკდომა  –  სკდომით გაყოფა, გაპობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართული და  ერთმანეთთან ახლოს მიტანილია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories გ

გასინჯვა

გასინჯვა –  შემოწმება, დათვალიერება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აბა“  – მარცხნივ  მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შემოწმება“ – ხელისგულები წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და … Read more

Categories გ

გასიება

გასიება  – სხეულის შებერვა, ზომაში გადიდება, დასიება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories გ

გასვენება

გასვენება – მიცვალებულის დასაკრძალავად, დასამარხავად გატანა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ ვერტიკალურად მიმართულია ხელისგულები, შეტყუპებული და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით და ერთმანეთზე დაწყობილია ხელები, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

Categories გ

გასეირნება

  გასეირნება  –  სასეირნოდ წასვლა,  სეირნობით გავლა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელისგული  გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელი ზემოდან ადევს მარცხენას და რკალური ტრაექტორიით ასრულებს განმეორებად  მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories გ

გასამართლება

გასამართლება  – სასამართლოში საქმის გარჩევა, განაჩენის ან გადაწყვეტილების გამოტანა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „მართალი“ – სახისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, ხელი სახისკენ მოძრაობს და ეხება ლოყას, ორნაწილიანი ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სასამართლო“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები … Read more

Categories გ

გარშემო

გარშემო  –  ირგვლივ, ყოველმხრივ   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ზემოთ განთავსებული მარჯვენა დომინანტი ხელი წრეწირს მოხაზავს მარცხენა საჩვენებელი თითის გარშემო. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories გ

გარსი

გარსი  –  საფარი სხეულის გარშემო   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია წინ, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა და ბოლო ფაზაში ხელისგულები იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories გ