გასული

4

გასული    წასული, ჩავლილი, გარდასული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ ნიკაპზე მიდებულია ცერი, ფართოდ გაშლილი თითების რხევით ხელისგული მიმართულია მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გასვლა“ ხელისგულები გაშლილი თითებით მიმართულია წინ, თითები მიმართულია მარცხნივ, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა  მარჯვნივ, ბოლო ფაზაში ხელისგულები გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, თითები მიმართულია მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.