გასამართლება

6

გასამართლება  სასამართლოში საქმის გარჩევა, განაჩენის ან გადაწყვეტილების გამოტანა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „მართალი“ სახისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, ხელი სახისკენ მოძრაობს და ეხება ლოყას, ორნაწილიანი ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სასამართლო“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილი და ქვევით მიმართულია, ორივე ხელით სრულდება მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.