გარიყვა – 1. მოწყვეტა, მოშორება, გათიშვა (საზოგადოებისაგან); 2. რიყეზე, ნაპირზე გატანა
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს წინ და გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელის გაშლილ თითებს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.