გუშაგი

გუშაგი –  დარაჯი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დარაჯობა“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი … Read more

Categories

გურული

გურული  –  გურიის მცხოვრები   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ყაბალახი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ზემოთაა განთავსებული, ხელები ერთმანეთისკენ მოძრაობს და მომდევნო ფაზაში მარჯვენა ხელი მუშტად შეკრული თითებით ზემოდან ადევს იმავე კონფიგურაციის მარცხენას, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით; … Read more

Categories

გუნება

გუნება  – სულიერი განწყობილება,  ხასიათი, განწყობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გუნდი

გუნდი  –   ჯგუფი, კრებული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, ზევით განთავსებული ცერებით, ხელები ერთმანეთისკენ მოძრაობს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

გუნდაობა

გუნდაობა – თოვლის გუნდებით თამაში   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „გუნდა“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება პოზიციათა განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სროლა“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ზევით განთავსებულია მარჯვენა ხელი გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, მარცხენა ცერი და … Read more

Categories

გუნდა

გუნდა   –   ბურთივით დამრგვალებული თოვლი  (ცომი, მიწა)   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება პოზიციათა განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გუმბათი

გუმბათი  –  კონუსისებური ან ნახევარსფერული თაღი, რომლითაც გადახურულია ეკლესია ან სხვა შენობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პირჯვარი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია და ხელისგულს ეხება, ხელი ეხება შუბლს და ხელი გამოსახავს მართლმადიდებლური ფორმის პირჯვარს: სრულდება მოძრაობა ქვევით, მარჯვნივ და მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია … Read more

Categories

გულშემატკივარი

გულშემატკივარი  –   თანამგრძნობი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ხელი ასრულებს განმეორებად მოძრაობას ზევით-ქვევით და შუა თითის წვერით ეხება გაშლილი თითებით ქვევით მიმართული მარცხენა ხელისგულის ზედაპირს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გულქვა

გულქვა  – შეუბრალებელი, ულმობელი, უწყალო, ქვასავით უგრძნობი გულის პატრონი, ვისაც არავინ არ ეცოდება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვა“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ხდება პოზიციათა მონაცვლეობა: ჯერ მარჯვენა ხელი ადევს მარცხენას, შემდეგ … Read more

Categories

გულისტკივილი

გულისტკივილი  – წუხილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტკივილი“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი და შუა თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, ბოლო ფაზაში თითები გაშლილია. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

გულიანი

გულიანი  –  ვისაც თანამგრძნობი გული აქვს, ვინც მართალი და უღალატოა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თანგადაყოლა“  – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელი … Read more

Categories

გული

გული  –  სხეულის ნაწილი   ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი ჟესტი, ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გუგუნი

გუგუნი  –   დაგუდული ხმაური   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერი და შუა თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სახის დონეზე ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გულდაგულ

გულდაგულ  –  პირდაპირ, პირისპირ; შეუპოვრად, შეუდრეკლად, გულთან ახლოს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ახლოს“ – ხელისგულები გაშლილი თითებით და ზევით აღმართული ცერებით მიმართულია სხეულისკენ, სხეულთან ახლოს განთავსებული მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს ქვევით და მსუბუქად ეხება მარცხენა … Read more

Categories

გულდაგულ

გულდაგულ   –  პირდაპირ, პირისპირ; შეუპოვრად, შეუდრეკლად, უშიშრად, მთელი გულით   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიცემა“ / „გულით ყველაფრის გაკეთება“ – მკერდთან ახლოს მიტანილი ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, მომდევნო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული … Read more

Categories