გულიანი

6

გულიანი   ვისაც თანამგრძნობი გული აქვს, ვინც მართალი და უღალატოა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თანგადაყოლა“   მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ჯერ ასრულებს მოძრაობას მარცხნივ, შემდეგ კი რკალურ მოძრაობას წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.