გულგრილობა

გულგრილობა  – გულცივობა, უყურადღებობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სიცივე“ / „ყინული“ – ზევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გულგატეხვა

გულგატეხვა –  უიმედობა, ხელის ჩაქნევა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გატეხვა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ზემოდან ადევს მარცხენას, სრულდება ქვევით მიმართული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გულახდილი

გულახდილი  –  გულგახსნილი, გულწრფელი, გულღია   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღიარება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელები ეხება მკერდს, რკალური ტრაექტორიით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ, ბოლო ფაზაში ზევით მიმართულია ხელისგულები … Read more

Categories

გულახდილობა

გულახდილობა – გულგახსნილობა, გულწრფელობა, გულღიაობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გახსნა“ – ქვევით მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები ფალანგებში მოხრილი და ქვევით დაშვებული თითებით, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი … Read more

Categories

გუდა

გუდა –  აბგა, ტყავის პარკი (ზურგზე ან მხარზე გადასაკიდებელი)   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ და ზევით მიმართულია განზე გაწეული ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ორივე ხელით, მომდევნო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით მარცხენა ხელი ზემოდან ადევს იმავე კონფიგურაციის მარჯვენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გუგული

გუგული –  ჩიტი, რომელიც სხვის ბუდეში დებს კვერცხებს   ერთხელიანი, დინამიკური, იკონური ჟესტი „ნისკარტი“ – სახის წინ განთავსებული ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითების წვერები ერთმანეთს სცილდება ბოლო ფაზაში. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

გრძნობა

გრძნობა –   რაიმე ემოციის განცდა (სიყვარულის, სიხარულის, სიძულვილის, კმაყოფილების,  შიშის, მწუხარების)   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული,გაშლილი და ქვემოთ დაშვებული საჩვენებელი თითი ეხება გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით ქვევით მიმართულ მარცხენა ხელისგულის ზურგს, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გრძელი

გრძელი  –  სიგრძეში დიდი (რამ)   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზემოთ აღმართული საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გროში

გროში  –   ფულის უმცირესი ერთეული   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია  მარცხნივ, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გროვა

გროვა  –   ერთგან თავმოყრილი, შექუჩებული, დაგროვებული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ოდნავ მოხრილი, წინ მიმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გრიპი

გრიპი  –  დაავადება, გაციება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სახისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითებით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

გრილი

გრილი –  არც ცხელი და არც ცივი, ოდნავ შეციებული, ნელთბილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თბილი“ – ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია სახისკენ;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნელთბილი“  – ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია სახისკენ, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ … Read more

Categories

გრიგალი

გრიგალი   – ძლიერი ქარი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ძლიერი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით გადაადგილდება და საჩვენებელი თითით ორგან ეხება მარცხენა მკლავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქარი“ –  მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მხრების დონეზე, ორივე ხელით … Read more

Categories

გრაფიკი

გრაფიკი  –   სქემა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა  ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, ხელისგულები ერთმანეთთანაა განთავსებული, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და სამგან ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

გოჭი

გოჭი   –  ღორის ნაშიერი, პატარა ღორი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ღორი“ – ხელისგული მიმართულია წინ, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, პირის წინ სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „პატარა“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი, ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით. … Read more

Categories