გულახდილობა

8

გულახდილობა გულგახსნილობა, გულწრფელობა, გულღიაობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გახსნა“ ქვევით მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები ფალანგებში მოხრილი და ქვევით დაშვებული თითებით, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.