გულახდილი

9

გულახდილი    გულგახსნილი, გულწრფელი, გულღია

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღიარება“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელები ეხება მკერდს, რკალური ტრაექტორიით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ, ბოლო ფაზაში ზევით მიმართულია ხელისგულები იმავე კონფიგურაციით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.