გუდა

7

გუდა   აბგა, ტყავის პარკი (ზურგზე ან მხარზე გადასაკიდებელი)

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ და ზევით მიმართულია განზე გაწეული ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ორივე ხელით, მომდევნო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით მარცხენა ხელი ზემოდან ადევს იმავე კონფიგურაციის მარჯვენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.