გრილი – არც ცხელი და არც ცივი, ოდნავ შეციებული, ნელთბილი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თბილი“ – ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია სახისკენ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნელთბილი“ – ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია სახისკენ, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.