დაბრუნება

დაბრუნება  _  უკან მოსვლა, განმეორება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

დაბრმავება

დაბრმავება  _  თვალის ჩინის დაკარგვა, მხედველობის დაკარგვა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სახისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, თვალის წინ სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

დაბრიყვებული

დაბრიყვებული  _  დაჩაგრული, დაჯაბნილი, აბუჩად აგდებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბრიყვება“ _ წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, გაშლილი ცერი თითი ეხება მარჯვენა ხელისგულს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელით  სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამცირება“ _ წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, … Read more

Categories

დაბრიყვება

დაბრიყვება  _  დაჩაგვრა, დაჯაბნა, აბუჩად აგდება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, გაშლილი ცერი თითი ეხება მარჯვენა ხელისგულს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაბომბილი

დაბომბილი  _ განადგურებული, რაც დაბომბეს, რასაც ბომბები დააყარეს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბომბვა“ _ წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მის ქვეშ განთავსებულია მარცხნივ მიმართული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი  მოძრაობა ზევით-ქვევით, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები ფართოდ არის … Read more

Categories

დაბომბვა

დაბომბვა  _  ბომბების დაშენა, (თვითმფრინავიდან) ბომბების დაყრა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მის ქვეშ განთავსებულია მარცხნივ მიმართული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი  მოძრაობა ზევით-ქვევით, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები ფართოდ არის გაშლილი. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

დაბოლოება

დაბოლოება  _ დამთავრება, დასრულება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრული მუშტად, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარჯვნივ, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით ასრულებს მოძრაობას ქვევით და გაშლილი თითებით ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაბნეული

დაბნეული  _ გონებაგაფანტული, გონებაარეული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, შუბლს ეხება გაშლილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არეული“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories

დაბნელება

დაბნელება  _ ბნელად ქცევა, სინათლის დაკარგვა, სიბნელის დადგომა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ბოლო ფაზაში გაშლილი თითები მოხრილია ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

დაბნევა

დაბნევა  _   გონების არევა, აზრის გაფანტვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ _ ხელისგული მიმართულია ქვევით, საფეთქელთან შუბლს ეხება გაშლილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არევა“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და ქვევით, მარცხენა კი _ სხეულისკენ და ზევით, ორივე ხელის ფართოდ გაშლილი თითებით … Read more

Categories

დაბნევა

დაბნევა  _  დაფანტვა, მობნევა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით   ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მომდევნო ფაზაში ხელისგულები  ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

დაბმული

დაბმული _  თოკით ან ჯაჭვით რამეზე დამაგრებული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა _ მარცხნივ, ცერი და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება და წარმოქმნის ჯაჭვის ფორმას, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გუშინწინ

გუშინწინ  –  გუშინდელი დღის წინა დღე, ორი დღის წინ   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, ცერი  ეხება ლოყას, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მრავალჯერადი მოძრაობა უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.    

Categories

გუშინდელი

გუშინდელი  –  გუშინ შექმნილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გუშინ“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი ცერი ეხება ლოყას, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მრავალჯერადი მოძრაობა უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დღე“ – მხრების დონეზე ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული ფართოდ გაშლილი თითებით, ხელები ქვევით ეშვება სინქრონულად, ბოლო ფაზაში ცერები ეხება თითების … Read more

Categories

გუშინ

გუშინ  – დღევანდელი დღის წინა დღე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი ცერი თითი ეხება ლოყას, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მრავალჯერადი მოძრაობა უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories