გულშემატკივარი

9

გულშემატკივარი     თანამგრძნობი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ხელი ასრულებს განმეორებად მოძრაობას ზევით-ქვევით და შუა თითის წვერით ეხება გაშლილი თითებით ქვევით მიმართული მარცხენა ხელისგულის ზედაპირს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.