გუმბათი

10

გუმბათი   კონუსისებური ან ნახევარსფერული თაღი, რომლითაც გადახურულია ეკლესია ან სხვა შენობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პირჯვარი“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია და ხელისგულს ეხება, ხელი ეხება შუბლს და ხელი გამოსახავს მართლმადიდებლური ფორმის პირჯვარს: სრულდება მოძრაობა ქვევით, მარჯვნივ და მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ეკლესია“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზემოთ აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელები ერთმანეთს უახლოვდება სინქრონულად და გაშლილი თითების წვერები ერთმანეთს ეხება; ჟესტის ბოლო, მესამე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თაღი“ ქვევით მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მხრებისა და მკერდის დონეზე.