გულდაგულ – პირდაპირ, პირისპირ; შეუპოვრად, შეუდრეკლად, უშიშრად, მთელი გულით
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიცემა“ / „გულით ყველაფრის გაკეთება“ – მკერდთან ახლოს მიტანილი ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, მომდევნო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ბოლო ფაზაში წინ გაწვდილია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.