გუნდაობა

2

გუნდაობა თოვლის გუნდებით თამაში

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „გუნდა“ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება პოზიციათა განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სროლა“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ზევით განთავსებულია მარჯვენა ხელი გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, მარცხენა ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება პოზიციათა და კონფიგურაციათა მონაცვლეობითი მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.