პატიჟი

პატიჟი  _   სტუმრად მოწვევა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

პატიება

პატიება  _  დანაშაულისათვის არდასჯა, მიტევება, შენდობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვნივ მიმართულია მარჯვენა მაჯასთან განთავსებული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარცხნივ, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

Categories

პატარძალი

პატარძალი  _   ახალნაქორწინევი ქალი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქორწილი“ _ მუშტად შეკრული თითებით წინ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ბოლო ფაზაში თითები გაშლილია, მხოლოდ ცერია ჩაკეცილი; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „რძალი“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და გაშლილი თითებით ეხება მარცხენა მკლავს. ჟესტი … Read more

Categories

პასუხისმგებლობა

  პასუხისმგებლობა  _   ვალდებულება, პასუხი აგონ ჩადენილი საქციელის, მოქმედების გამო   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ეხება მარცხენა ცერს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

პასუხი

პასუხი  _  შეკითხვის, მიმართვის მისაგებად ნათქვამი, სიტყვის მიგება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

პასიური

პასიური  _    არაენერგიული, უმოქმედო; განურჩეველი, ინდიფერენტული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აქტიური“ _ სხეულისკენ მიმართული ხელისგულები გაშლილი თითებით ეხება მკერდს, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი  მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი მოძრაობს მარჯვნივ. ჟესტი სრულდება მკერდის … Read more

Categories

პატრიოტი

პატრიოტი _ ადამიანი, რომელსაც უყვარს სამშობლო, მზად არის მისთვის თავი გასწიროს; თავისი ხალხის ერთგული, სამშობლოსათვის თავდადებული   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სამშობლო“ / „ნათესავი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მოანცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი … Read more

Categories

პარტიზანი

პარტიზანი  _  სახალხო ომის მონაწილე, წევრი ადგილობრივი მოსახლეობისაგან შემდგარი, ნებაყოფლობითი შეიარაღებული რაზმისა, რომელიც იბრძვის უცხოელ დამპყრობთა ან შინაგანი კონტრრევოლუციის წინააღმდეგ   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ზევით განთავსებული მარცხენა ხელი ეხება მკერდს და ირიბი ტრაექტორიით ქვევით გადაადგილდება, მომდევნო ფაზაში ხდება პოზიციათა მონაცვლეობა: ზევით განთავსებული … Read more

Categories

პარტია

პარტია  _   პოლიტიკური გაერთიანება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კომუნისტური“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი ასრულებს რკალურ მოძრაობას ზევით და რამდენიმეგან ეხება მარცხენა მკლავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯგუფი“ _ სრულდება მკერდის დონეზე, ხელისგულები … Read more

Categories

პარლამენტი

პარლამენტი _  უმაღლესი არჩევითი საკანონმდებლო ორგანო   ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ხელი ასრულებს მოძრაობას უკან და ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

პარიკი

პარიკი  _  სხვისი თმებისაგან გაკეთებული თავსაბურავი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ხელოვნური“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი ეხება შუა თითს, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია … Read more

Categories

პარიზი

პარიზი  _  საფრანგეთის დედაქალაქი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება ზევით მიმართული დაახლოებითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარცხნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარჯვნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

პარკი

პარკი _  დიდი დეკორაციული ბაღი სასეირნო გზებით და სათამაშო მოედნებით   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ ჰაერზე დასვენება“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბაღი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ზევით … Read more

Categories

პარალელი

პარალელი _ ხაზი ან სიბრტყე, რომელიც თანაბრად არის დაშორებული მეორე ხაზის ან სიბრტყისაგან და არასოდეს არ გადაკვეთს მას   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან წვერებით ახლოს განთავსებული საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. … Read more

Categories

პარაზიტი

პარაზიტი  _  1. მცენარე თუ ცხოველი, რომელიც სხვა ცოცხალ ორგანიზმზე ან ორგანიზმში ცხოვრობს და ამ უკანასკნელის ხარჯზე საზრდოობს; 2. ადამიანი, რომელიც სხვისი შრომით ცხოვრობს, რომელიც სხვას უწევს ექსპლუატაციას   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია ნეკები, საჩვენებელი, შუა და თითები, ცერები ეხება არათითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა … Read more

Categories