პაპიროსი

პაპიროსი _  თამბაქოთი ამოვსებული ქაღალდის მილი, სიგარეტი   ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება ტუჩებს. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

Categories

პაპა

პაპა  _  მამის ან დედის მამა, ბაბუა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ოვალურად მოხრილი ხელი ნიკაპთანაა განთავსებული, გაშლილი თითებით ხელი ეხება ლოყებს, ორჯერ სრულდება მოძრაობა ქვევით და ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.    

Categories

პანღური

პანღური  _ უკანიდან მუხლის, ფეხის ამოკვრა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია ქვევით დაშვებული, ფალანგებში ოდნავ მოხრილი საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.  

Categories

პანაშვიდი

პანაშვიდი  _ ლოცვა მიცვალებულისათვის, ხალხის თავმოყრა მიცვალებულის პატივსაცემად, მისი ხსოვნის აღსანიშნავად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია  ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სიკვდილი“ / „გარდაცვალება“ _ მკერდის დონეზე მაჯებთან გადაჯვარედინებული ხელისგულები მიმართულია ქვევით, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მუსიკა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები საჩვენებელი თითები და … Read more

Categories

პანიკა

პანიკა   _ თავზარდამცემი შიში, შეძრწუნება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

პამიდორი

პამიდორი _ პომიდორი, მრგვალი, წითელი ფერის ბოსტნეული   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ტუჩების წინ სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

პალტო

პალტო _  ზევიდან ჩასაცმელი გრძელი, სახელოებიანი სამოსელი, ლაბადა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია მხრებთან განთავსებული ხელისგულები, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული რკალური ტრაექტორიის მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარცხნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარჯვნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

პაკეტი

პაკეტი  _ 1. შეხვეული ნივთი, ნივთების შეკვრა, ქაღალდის პარკი. 2. ოფიციალური ქაღალდის შემცველი დაბეჭდილი კონვერტი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია ფალანგებში ოდნავ მოხრილი ცერები და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

პაექრობა

პაექრობა _  კამათი, მსჯელობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

პაემანი

პაემანი _   შეყვარებულთა წინასწარ დათქმული შეხვედრა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეყვარებული“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები და ნეკები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეხვედრა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი … Read more

Categories

ოჯახი

ოჯახი  _   ერთად მცხოვრებ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც შედგება უახლოესი ნათესავებისაგან (მშობლები, შვილები, შვილიშვილები…),  კომლი, სახლობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა და ბოლო ფაზაში  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ოქტომბერი

ოქტომბერი _  კალენდარული წლის მეათე (და შემოდგომის მეორე) თვე, ღვინობისთვე, მწიფობისთვე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილია თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ოქროსფერი

ოქროსფერი _  ფერით ოქროს მსგავსი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოქრო“_ ქვევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, საჩვენებელი თითი წინ იშლება და იკეცება რამდენჯერმე; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფერი“ _ ხელისგული მარჯვნივაა მიმართული, ხელი სახის წინ გაშლილი თითებით რკალური ტრაექტორიის  მოძრაობას ასრულებს ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.

Categories

ოქრო

ოქრო  _    ყვითელი ფერის ძვირფასი ლითონი, იხმარება ღირებულების საზომად, აგრეთვე სამკაულების დასამზადებლად   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, საჩვენებელი თითი წინ იშლება და იკეცება რამდენჯერმე. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

ოქმი

ოქმი _  დოკუმენტი, რომელშიაც აღწერილია კრების, სხდომის ან დაკითხვის მსვლელობა და დადგენილებანი ან რაიმე ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერენ მოწმეები   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილ და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილ თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება სპირალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories