ოფლი

ოფლი  _ კანქვეშა ჯირკვლების მიერ გამოყოფილი გამჭვირვალე სითხე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია საფეთქლებთან განთავსებული ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories

ოფიცერი

ოფიცერი _  მეთაურთა შემადგენლობის პირი არმიაში, ავიაციასა და ფლოტში   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მხრების დონეზე განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი თითები და ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების  დონეზე.

Categories

ოსტატი

ოსტატი _  რაიმე ხელობის კარგად მცოდნე, დახელოვნებული ხელოსანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პროფესია“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხელოსანი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, … Read more

Categories

ოსი

ოსი  _ ალანი, ოსური ეროვნების წარმომადგენელი ადამიანი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, სახის წინ სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ორსული

ორსული _  ქალი, რომელსაც საშოში ნაყოფი აქვს ჩასახული, ფეხმძიმე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ერთმანეთზე დადებული, მუცლის წინ განთავსებული ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ხელები წინ მოძრაობს ერთად. ჟესტი სრულდება მუცლის დონეზე.  

Categories

ორპირი

ორპირი  _  1. ორმხრივ მჭრელი, ორლესული; 2. სიტყვის გამტეხი, ფლიდი, ცბიერი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ორიპირი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და  ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ეხება შუბლს, რკალური ტრაექტორიით ხელი მოძრაობს მარჯვნივ და ხელი ისევ ეხება შუბლს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ … Read more

Categories

ორმოცი

ორმოცი _  რიცხვი 40,  ოთხჯერ ათი, ორჯერ ოცი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი, შუა, არათითი და ნეკი, ცერი ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ორმოცდაათი

ორმოცდაათი  _ რიცხვი 50,  ხუთჯერ ათი, ორმოცი და ათი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ორმო

ორმო  _  მიწაში ამოთხრილი, ამოღრმავებული ადგილი, ღრმული   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ორმაგი

ორმაგი   _   ორჯერ აღებული, ორკეცი, ორპირი, ორფა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა და ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ორიგინალური

ორიგინალური  _   ნამდვილი, თავდაპირველი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილი და ზევით აღმართულია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ორი

ორი  _ რიცხვი 2, ერთი და ერთი   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

ორგანო

ორგანო  _ ცხოველის ან მცენარის ორგანიზმის ნაწილი, რომელსაც აქვს განსაზღვრული აგებულება და ფუნქციები   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სხეული“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი ეხება მკერდს, სრულდება მოძრაობა წრიული ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი … Read more

Categories

ორგანიზმი

ორგანიზმი  _ ცოცხალი სხეული, რომელიც შეთანხმებულად მოქმედი ორგანოებისაგან შედგება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სხეული“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი … Read more

Categories

ორგანიზაცია

ორგანიზაცია  _ 1. სისტემაში მოყვანა, მოწესრიგება, მოწყობა;  2. გარკვეული მიზნით გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფი, საზოგადოებრივი გაერთიანება, კავშირი; პარტიული ან სახელმწიფოებრივი დაწესებულება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოლქი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წრე“ … Read more

Categories