ორპირი

1

ორპირი  _  1. ორმხრივ მჭრელი, ორლესული; 2. სიტყვის გამტეხი, ფლიდი, ცბიერი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ორიპირი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და  ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ეხება შუბლს, რკალური ტრაექტორიით ხელი მოძრაობს მარჯვნივ და ხელი ისევ ეხება შუბლს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.