ორგანიზაცია

2

ორგანიზაცია  _ 1. სისტემაში მოყვანა, მოწესრიგება, მოწყობა;  2. გარკვეული მიზნით გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფი, საზოგადოებრივი გაერთიანება, კავშირი; პარტიული ან სახელმწიფოებრივი დაწესებულება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოლქი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წრე“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ერთმანეთისკენ მიმართული რკალური ტრაექტორიის მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.