ორგანიზატორი _ ვინც აორგანიზებს, ორგანიზაციის მომწყობი, რაიმე საქმის წამომწყები და ხელმძღვანელი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პასუხისმგებელი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ეხება მარცხენა ცერს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სკოლის აღმზრდელი“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.