ოხრახუში

ოხრახუში _  სალათების შესაკაზმად გამოსაყენებელი მწვანილი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული,  ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს,რკალური ტრაექტორიით  სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ოყნა

ოყნა _  კუჭ-ნაწლავის ამოსარეცხი სამედიცინო ხელსაწყო   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ  გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება მოძრაობა წინ და ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ოპერაცია

ოპერაცია  _  ქირურგიული პროცედურა, სხეულის გაკვეთა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ქვევით მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით  სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ონკოლოგი

ონკოლოგი _  ონკოლოგიის სპეციალისტი ექიმი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავად ყოფნა“  _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, ცერი და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ზევით-ქვევით მოძრაობს და ზევიდან ეხება გაშლილი და  ქვევით მიმართული მარცხენა ხელისგულის ზედაპირს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიმსივნე“ _  … Read more

Categories

ომბუდსმენი

ომბუდსმენი  _  სახალხო დამცველი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ერი“ _ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, თითები ეხება შუბლს, რკალური ტრაექტორიით სრულდება მარჯვნივ და ქვევით მიმართული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაცვა“ / „მხრის მიცემა“  _ წინ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

ოჯახი

ოჯახი  _   ერთად მცხოვრებ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც შედგება უახლოესი ნათესავებისაგან (მშობლები, შვილები, შვილიშვილები…),  კომლი, სახლობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა და ბოლო ფაზაში  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ოქტომბერი

ოქტომბერი _  კალენდარული წლის მეათე (და შემოდგომის მეორე) თვე, ღვინობისთვე, მწიფობისთვე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილია თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ოქროსფერი

ოქროსფერი _  ფერით ოქროს მსგავსი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოქრო“_ ქვევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, საჩვენებელი თითი წინ იშლება და იკეცება რამდენჯერმე; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფერი“ _ ხელისგული მარჯვნივაა მიმართული, ხელი სახის წინ გაშლილი თითებით რკალური ტრაექტორიის  მოძრაობას ასრულებს ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.

Categories

ოქრო

ოქრო  _    ყვითელი ფერის ძვირფასი ლითონი, იხმარება ღირებულების საზომად, აგრეთვე სამკაულების დასამზადებლად   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, საჩვენებელი თითი წინ იშლება და იკეცება რამდენჯერმე. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

ოქმი

ოქმი _  დოკუმენტი, რომელშიაც აღწერილია კრების, სხდომის ან დაკითხვის მსვლელობა და დადგენილებანი ან რაიმე ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერენ მოწმეები   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილ და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილ თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება სპირალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

ოფლი

ოფლი  _ კანქვეშა ჯირკვლების მიერ გამოყოფილი გამჭვირვალე სითხე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია საფეთქლებთან განთავსებული ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories

ოფიცერი

ოფიცერი _  მეთაურთა შემადგენლობის პირი არმიაში, ავიაციასა და ფლოტში   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მხრების დონეზე განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი თითები და ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების  დონეზე.

Categories

ოსტატი

ოსტატი _  რაიმე ხელობის კარგად მცოდნე, დახელოვნებული ხელოსანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პროფესია“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხელოსანი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, … Read more

Categories

ოსი

ოსი  _ ალანი, ოსური ეროვნების წარმომადგენელი ადამიანი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, სახის წინ სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ორსული

ორსული _  ქალი, რომელსაც საშოში ნაყოფი აქვს ჩასახული, ფეხმძიმე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ერთმანეთზე დადებული, მუცლის წინ განთავსებული ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ხელები წინ მოძრაობს ერთად. ჟესტი სრულდება მუცლის დონეზე.  

Categories