პანაშვიდი

7

პანაშვიდი  _ ლოცვა მიცვალებულისათვის, ხალხის თავმოყრა მიცვალებულის პატივსაცემად, მისი ხსოვნის აღსანიშნავად

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია  ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სიკვდილი“ / „გარდაცვალება“ _ მკერდის დონეზე მაჯებთან გადაჯვარედინებული ხელისგულები მიმართულია ქვევით, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მუსიკა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.