პროცესორი

პროცესორი _  კომპიუტერის ნაწილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ჭკვიანი“ _ სხეულისკენ მიმართულია თავთან განთავსებული ხელისგული  გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება თავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ყუთი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ჯერ განსვლითი, … Read more

Categories

პრეზენტაცია

  პრეზენტაცია ­_  წარმოდგენა   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახვა“  _ სხეულისკენ მიმართულია  ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაგალითი“ _ ზევით და მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით … Read more

Categories

პირამიდა

პირამიდა  _  გეომეტრული ფიგურა, მრავალწახნაგა სხეული, რომლის ფუძე მრავალკუთხედს წარმოადგენს, წახნაგები კი – საერთო წვეროს მქონე სამკუთხედებს;  2. უზარმაზარი ქვის აკლდამა ( ეგვიპტელი ფარაონების)   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით და ერთმანეთთან ახლოს განთავსებული თითების წვერებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული დაახლოებითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარცხნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა … Read more

Categories

პიანინო

პიანინო  – კლავიშებიანი  მუსიკალური ინსტრუმენტი, ფორტეპიანო   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითების მონაცვლეობითი რხევით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარცხნივ-მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

პური

პური  _    ადამიანის ყოველდღიური საკვები, რომელიც ცხვება წყალში მოზელილი ხორბლეულის ფქვილისაგან   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ და სხეულისკენ  მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი თითებით, მარცხნივ და სხეულისკენ  მიმართულია მარცხენა ხელზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

პროცესი

პროცესი _   განვითარების მომდევნო საფეხურთა კანონზომიერი მონაცვლეობა,  ცვლილებათა თანმიმდევრობა, რისამე მიმდინარეობა, მსვლელობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

პროცენტი

პროცენტი  _   % ,  რიცხვის ერთი მეასედი ნაწილი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, ხელი ქვევით მოძრაობს იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

Categories

პროფესორი

პროფესორი  _  მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მქონე პირი, უმაღლესი სკოლის მასწავლებლის უმაღლესი სამეცნიერო წოდებულება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „წვერი“ _ ქვევით მიმართულია ნიკაპზე მიდებული ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია ფალანგებში ერთად მოხრილი თითები, ხელი მოძრაობს ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი … Read more

Categories

პროფესია

პროფესია  _   მუდმივი ხელობა, საქმიანობა, სპეციალობა, რომლითაც ადამიანი თავს ირჩენს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პროფესია“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული, ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სპეციალობა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, ზევით წამოწეულია ფალანგებში … Read more

Categories

პროტესტი

პროტესტი _  უარყოფითი დამოკიდებულების, უკმაყოფილების ენერგიული გამოხატვა, გამოცხადება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ერთ ხაზზე განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება მოძრაობა წინ.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

პროპორცია

პროპორცია _   გარკვეული თანაფარდობა ნაწილებს შორის   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

პროპაგანდა

პროპაგანდა  _   პოლიტიკური, მეცნიერული და სხვა იდეის, მოძღვრების, თეორიის გავრცელება დაწვრილებითი და ღრმა ახსნა-განმარტების გზით   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეტყობინება“ _ სხეულისკენ მიმართულია შუბლთან განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია ფალანგებში ოდნავ მოხრილი საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა … Read more

Categories

პროზა

პროზა _   თხრობითი მხატვრული ნაწარმოები  (რომანები, მოთხრობები და სხვ.)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოთხრობა“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და სპირალური ტრაექტორიით მოძრაობს ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ … Read more

Categories

პროვოკაცია

პროვოკაცია  _    რაიმე მოქმედების განზრახ გამოწვევა, ვისიმე წაქეზება გაცემის, ღალატის მიზნით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის … Read more

Categories

პროგრესი

პროგრესი   _   განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა, ცვლილება უკეთესისაკენ, წინსვლა, აღმავლობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories