პარიკი

5

პარიკი  _  სხვისი თმებისაგან გაკეთებული თავსაბურავი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ხელოვნური“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი ეხება შუა თითს, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თავსაბურავი“ _ მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია თავთან განთავსებული ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.