პატარძალი

3

პატარძალი  _   ახალნაქორწინევი ქალი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქორწილი“ _ მუშტად შეკრული თითებით წინ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ბოლო ფაზაში თითები გაშლილია, მხოლოდ ცერია ჩაკეცილი; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „რძალი“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და გაშლილი თითებით ეხება მარცხენა მკლავს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.