პარკი

3

პარკი _  დიდი დეკორაციული ბაღი სასეირნო გზებით და სათამაშო მოედნებით

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ ჰაერზე დასვენება“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბაღი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ზევით აღმართული ცერებით, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელი ეხება მარცხენა ხელის თითებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.