პასიური _ არაენერგიული, უმოქმედო; განურჩეველი, ინდიფერენტული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აქტიური“ _ სხეულისკენ მიმართული ხელისგულები გაშლილი თითებით ეხება მკერდს, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი მოძრაობს მარჯვნივ. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.
