პარტიზანი

8

პარტიზანი  _  სახალხო ომის მონაწილე, წევრი ადგილობრივი მოსახლეობისაგან შემდგარი, ნებაყოფლობითი შეიარაღებული რაზმისა, რომელიც იბრძვის უცხოელ დამპყრობთა ან შინაგანი კონტრრევოლუციის წინააღმდეგ

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ზევით განთავსებული მარცხენა ხელი ეხება მკერდს და ირიბი ტრაექტორიით ქვევით გადაადგილდება, მომდევნო ფაზაში ხდება პოზიციათა მონაცვლეობა: ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი ეხება მკერდს და ქვევით გადაადგილდება ირიბი ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.