პარტია

7

პარტია  _   პოლიტიკური გაერთიანება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კომუნისტური“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი ასრულებს რკალურ მოძრაობას ზევით და რამდენიმეგან ეხება მარცხენა მკლავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯგუფი“ _ სრულდება მკერდის დონეზე, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, ზევით განთავსებული ცერებით ხელები ერთმანეთისკენ მოძრაობს სინქრონულად. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.