პირველი

პირველი  _  რიგითი რიცხვითი სახელი – ერთი-ს შესაბამისი;  რიგით სხვაზე უწინარესი, ყველაზე წინ მყოფი, ყველაზე ადრე არსებული   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

პირადობა

პირადობა  _  ვინაობის დამადასტურებელი საბუთი, მოწმობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟეტი „პასპორტი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელის თითები ზემოდან გადაჯვარედინებულად ადევს მარცხენა ხელის გაშლილ თითებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბარათი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი … Read more

Categories

პირადი

პირადი _   პიროვნული, პერსონალური, კერძო, ინდივიდუალური, რაც მხოლოდ ერთ პირს ეხება, ერთი პირის ინტერესების შესაბამისი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სახისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება წრიული მოძრაობა სახის გარშემო. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

პილპილი

პილპილი  _   მრგვალი, მოშავო ფერის ცხარე სანელებელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „შავი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელი ეხება საფეთქელთან თმებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მწარე“ _ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

პერსონალი

პერსონალი  _  საწარმოს ან რამე დაწესებულების პირადი შემადგენლობა, თანამშრომელთა ერთობლიობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახე“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სახისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება წრიული მოძრაობა სახის გარშემო; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანები“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია … Read more

Categories

პერანგი

პერანგი _  ზედა ტანზე ჩასაცმელი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელი ქვევით მოძრაობს სინქრონულად, ბოლო ფაზაში საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

პეპელა

პეპელა  _  ლამაზი, ფერადფრთიანი მწერი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, იდაყვებში განზე გაწულია ხელები, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, ორივე ხელი სინქრონულად ასრულებს რკალური ტრაექტორიის განმეორებად მოძრაობას ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

პენსიონერი

პენსიონერი _   ვინც პენსიას იღებს (პენსია ეკუთვნით მოხუცებულებს, ინვალიდებს, ოჯახის წევრებს ოჯახის მარჩენალის გარდაცვალების ან ომში დაღუპვის შემთხვევაში)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პენსია“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით … Read more

Categories

პენსია

პენსია _  მოქალაქეთა სისტემატური მატერიალური (ფულადი) უზრუნველყოფა სახელმწიფოს ხარჯზე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

პედაგოგი

პედაგოგი   _   მასწავლებელი, აღმზრდელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სწავლება“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _  ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი … Read more

Categories

პაწია

პაწია  _   ძალიან პატარა   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური  ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

პატრონი

პატრონი _   მემამულე, მებატონე, ბატონი, მფლობელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავტონომია“ _  გაშლილია ფალანგებში ოდნავ მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი … Read more

Categories

პატიოსანი

პატიოსანი  _  კეთილსინდისიერი, მართალი, წესიერი, ნამუსიანი, უეშმაკო, უანგარო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „პატიოსანი“ _ ხელისგულები წინაა მიმართული, ცერები ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, … Read more

Categories

პატივმოყვარე

პატივმოყვარე  _  ვისაც პატივი, დიდება უყვარს, განდიდების მოყვარული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პატივისცემა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები და ნეკები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიყვარული“ _ ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია შუა და … Read more

Categories

პატივცემული

პატივცემული  _  ვისაც პატივს სცემენ, ღირსეული, დაფასებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პატივისცემა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები და ნეკები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძვირფასი“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ცერი ეხება გაშლილი … Read more

Categories